fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა: გადაარჩინეს ემიგრანტი, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთში ხის ტივით მარტო ჩამოვიდა

მამაკაცი, რომელიც უკვე საკმაოდ დაუძლურებული იყო, ჩვეული მარშრუტით მოძრავი ბერძნული გემის, Blue Star Mykonos-ის ეკიპაჟმა გადაარჩინა.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, წარმოშობით სომალელი მამაკაცი, თურქეთიდან საბერძნეთამდე ერთი უბრალო ხის ტივით ჩამოვიდა და კუნძულ ხიოსამდე მოაღწია.

სომალელი ემიგრანტი გემიდან კარფას ტერიტორიაზე შენიშნეს და დაუყოვნებლივ დაეხმარნენ. ის ხიოსის პორტში მიიყვანეს, საიდანაც უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ირკვევა, რომ ემიგრანტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და კორონავირუსზე ტესტიც ჩაუტარდა.

მამაკაცმა თქვა, რომ ტივი თავად გააკეთა და თურქეთის სანაპიროდან საბერძნეთამდე ასე გამოცურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ჯერ კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ მოგვარდება თავშესაფარზე განაცხადის შეტანის საკითხი.

უნდა აღინიშნოს, რომ ხიოსის სანაპირო დაცვის ორი ნავი გავიდა ზღვაში შემოწმების ჩასატარებლად, იმყოფებოდა თუ არა კიდევ სხვა ადამიანი წყალში, თუმცა, ვერავინ იპოვეს. მეორეს მხრივ კი, სომალელმა დაადასტურა, რომ ტივზე მარტო იმყოფებოდა.

onalem

ტესტ