fbpx
საბერძნეთი

საგანგებო ინფორმაცია! საბერძნეთში კარანტინი გრძელდება, არ იხსნება მაღაზიები

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული საგანგებო ინფორმაციით, საბერძნეთში კარანტინი 18 იანვრამდე გრძელდება და არ იხსნება აბსოლუტურად არაფერი, გარდა დაწყებითი სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა.

კერძოდ, ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა, რომ 18 იანვრამდე:

  • იკრძალება მაღაზიების მუშაობა, მათ შორის Click Away-ს მეთოდი.
  • იკრძალება სილამაზის სალონების მუშაობა (როგორც თმის, ასევე ფრჩხილების მოვლაზე ორიენტირებული სალონების).
  • იკრძალება ესთეტიკური ცენტრების მუშაობა.
  • კომპანიებისთვის მოქმედებს ონლაინ მუშაობის რეჟიმი.
  • ეკლესიებში მსახურება დაიშვება მრევლის გარეშე.
  • დაკრძალვაზე დაიშვებიან მხოლოდ პირველი ხარისხის ნათესავები, მაქსიმუმ 9 ადამიანი.
  • საბერძნეთში შემოსული მგზავრებისთვის სავალდებულოა 7 დღიანი კარანტინის გავლა, ასევე, ნეგატიური პასუხი კორონავირუსის ტესტზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ მგზავრებზე.
  • 11 იანვარს იხსნება მხოლოდ საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები.

onalem

ტესტ