fbpx
რელიგიასაბერძნეთი

ცნობილი “მფრინავი მღვდელი” ხიოსიდან პოლიციამ დააკავა, რადგან ეკლესიის კარი ღია დატოვა

პოლიციამ კუნძულ ხიოსზე, პანაგია ევანგელისტრიას ეკლესიის მოძღვარი დააკავა, როცა დღეს დილით მსახურებას ატარებდა და ეკლესიის კარი ღია დატოვა.

მღვდელი ცნობილია თავისი განსაკუთრებული ჩვეულებით, რომლითაც აღდგომას აღნიშნავს.

მოსალოდნელია, რომ სასულიერო პირი ხიოსის პროკურატურაში გამოცხადდეს, რათა ბრალდება წაუყენონ.

ამავე ეკლესიაში მოხდა სხვა შემთხვვეაც, როდესაც ქალი შიგნით შეღწევას ცდილობდა და პოლიციამ ისიც შეაჩერა.

onalem

ტესტ