fbpx
საზოგადოება

“ის არა მხოლოდ გამოცდილი მეცნიერი, არამედ ღრმა პიროვნება და მგრძნობიარე ადამიანია” – მიცოტაკი ციოდრასზე

პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა სოტირის ციოდრასის როლს, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით:

“ის არ არის ადამიანი მხოლოდ დიდი მეცნიერული გამოცდილებით, ის არის ძალიან ღრმა პიროვნება, მგრძნობიარე ხასიათით. ის არის ნამდვილი ექიმი!”

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, პრემიერმა თქვა:

“ჩვენ ვიცით, რომ 2020 წელს ღრმა რეცესია გვექნება. მაგრამ ველით, რომ 2021 წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება და იქნება ბევრად მეტის მომტანი, ვიდრე 2020-ში დავკარგავთ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვუბრუნდებით იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ყველანაირ ზარალს ფარავდა, ცდებიან. ჩვენ ვართ სახელმწიფო და ვსაუბრობთ ზარალის სამართლიან გადანაწილებაზე, ჩვენ უნდა გავიზიაროთ ტვირთი.

წინასწარ არჩევნებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რადგან მაქვს პოლიტიკური ლეგიტიმურობა და ნდობა, რომ გავატარო ჩემი პოლიტიკა ქვეყანაში.”

onalem

ტესტ