fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსი ქრება – ნახეთ რამდენი ახალი შემთხვევა ფიქსირდება დღეს

საბერძნეთი რეკორდებს ხსნის ევროპის ქვეყნებს შორის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 2.235-ს უდრის, საიდანაც 56% მამაკაცია.

ბოლო 24 საათში საბერძნეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 110-მდე გაზარდა.

როგორც ცნობილია, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 67 პაციენტია მოთავსებული.

საბერძნეთი წარმატებით ახერხებს ვირუსთან ბრძოლას და დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს, რომ მაისში ქვეყანაში ზომების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყება.

onalem

ტესტ