fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთი შემოდგომისთვის მზად უნდა იყოს” – უმკაცრესი კონტროლი და მონიტორინგი

პროფესორმა ხარალამბოს გოგოსმა კონკრეტული პუნქტები ჩამოთვალა, რომლებიც საბერძნეთმა შემოდგომაზე კორონავირუსთან საბრძოლველად უნდა გამოიყენოს. აქ ახალი არაფერია, თუმცა, როგორც ნიკოს ხარდალიასმაც განაცხადა, იმისთვის, რომ მთავრობამ არ მიიღოს დამატებითი ზომები, მოსახლეობა უნდა დაემორჩილოს უკვე არსებულ მარტივ წესებსა და კანონებს, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებიან.

როგორც უკვე ცნობილია, სექტემბრის თვე სახელდება იმ გადამწყვეტ პერიოდად, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემოდგომაზე, ვინაიდან მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევათა ზრდა.

ტემპერატურის კლებასთან ერთად მოსახლეობა ღია სივრცეებიდან დახურულ სივრცეებში გადაინაცვლებს, რაც პირდაპირ ნიშნავს ვირუსის გადადების ტენდენციის გაძლიერების ხელშეწყობას, ამიტომ საჭიროა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მზად იყოს მოსალოდნელი საფრთხეებისთვის.

ხარალამბოს გოგოსის განცხადებით საჭიროა შემდეგი ზომები, რომ ქვეყანამ შეძლოს წარმატებით და მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს მოახლოებულ მეორე ტალღას:

  • სათანადო მონიტორინგი და შემთხვევათა შეძლებისდაგვარად ზუსტი აღრიცხვა
  • შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე.
  • კონტაქტების დადგენისთვის საჭირო მოქმედებები.
  • საავადმყოფოების დაცვა.
  • სწორი ინფორმაციის უწყვეტად მიწოდება საზოგადოებისთვის, თავდაცვის ზომებთან დაკავშირებით.
  • უმკაცრესი და მჭიდრო კონტროლი, იცავს თუარა მოსახლეობა დაწესებულ კანონებს.

შეგახსენებთ, რომ ატიკის რეგიონი, ვირუსის გავრცელების მხრივ, “წითელ ზონად” სახელდება.

onalem

ტესტ