fbpx
საბერძნეთი

შოკი აგიოს პანტელეიმონაზე: ბინადრობის ნებართვის აღებას დაჰპირდა, 3.000 ევრო გამოსძალა და ფეხმძიმეს მუცლის არეში სცემა

შემთხვევა, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, შოკისმომგვრელია. როგორც ირკვევა, ორი დღის წინ ომონიის განყოფილებაში მივიდა ქურთული წარმოშობის 29 წლის ქალი და განაცხადა, რომ 33 წლის ირანელი მამაკაცისგან სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ქურთი ქალი აგიოს პანტელეიმონაზე ცხოვრობს, მას ირანელი მამაკაცი საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის აღებას დაჰპირდა და საერთო ჯამში  3.000 ევრო გამოსძალა. ირანელი ომონიაზე მაღაზიას ფლობს, სადაც ტელეფონებსა და აქსესუარებს ყიდის, სწორედ იქ მივიდა ახალგაზრდა ქალი, სადაც ერთი ჭიქა სასმელი შესთავაზა, რომელიც დალია და რამდენიმე ხანში გონება დაკარგა. ირანელმა მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარა სასმელში, შემდეგ სახლში წაიყვანა და გააუპატიურა.

ქალის ჩვენების მიხედვით, როდესაც მეორე დღეს ირანელის სახლში გაიღვიძა, სხეულში ძლიერ ტკივილს გრძნობდა, როდესაც ჰკითხა, თუ რა მოხდა, ირანელმა უპასუხა, რომ გაურკვეველი მიზეზით გონება დაკარგა და ამის გამო სახლში წაიყვანა, რომ დახმარებოდა.

ეს ყველაფერი 7 სექტემბერს მოხდა, ქალმა კი, 31 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. აქედან გამომდინარე, ყველაფერს მიხვდა და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართა. როდესაც ირანელმა მამაკაცმა გაიგო, რომ ქალი დაორსულდა, დაურეკა, უთხრა, რომ ისევ მისულიყო მაღაზიაში, სადაც კიდევ ერთი ქალი (თურქული წარმოშობის) დაახვედრა, რომელსაც “უბრძანა” რომ მუცლის არეში ძლიერად ეცემა, რომ ნაყოფი დაეკარგა. ქალის დაემორჩილა და უმოწყალოდ ურტყამდა წიხლებსა და მუშტებს მუცელში. პარალელურად, გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას ისევ მიმართავდა, მოკლავდნენ.

3 ნოემბერს 29 წლის ქალი ისევ მივიდა პოლიციაში და მისი განცხადების შედეგად ირანელი მამაკაცი დააპატიმრეს.

onalem

ტესტ