fbpx
პოლიტიკა

სკანდალი საბერძნეთში: კირიაკოს მიცოტაკი საკუთარი მთავრობის წევრებს და მათ მეუღლეებს უსმენს

საბერძნეთში ბომბივით გასკდა ამბავი, რომ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი საკუთარი მთავრობის წევრებს უსმენს. აღნიშნულმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან და ალექსის ციპრა აცხადებს, რომ მიცოტაკიმ ამ ყველაფერზე საჯაროდ უნდა ისაუბროს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიას გარემოცვაში აცხადებენ: “წარმოუდგენელი და დიდი საფრთხის შემცველია იმის თქმა, რომ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენს. ქვეყანა მუდმივად იღებს ზომებს ნიკოს დენდიას კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან საბერძნეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც, საკმაოდ ბევრს სურს მისი საუბრების მოსმენა.”

ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიცოტაკი უსმენს ადონის გეორგიადის მეუღლეს, ევგენია მანოლიდუს და შრომის მინისტრის, კოსტის ხაძიდაკის მეუღლეს.

თავად გეორგიადი ამ ყველაფერს სასაცილოს უწოდებს და აცხადებს: “რა თქმა უნდა, მიცოტაკის არ აქვს სხვა საქმე, გარდა იმისა, რომ ჩემი და ხაძიდაკის მეუღლეების ტელეფონებს უსმინოს. ეს ხომ სასაცილოა,” ამბობს მინისტრი და ამატებს: “იმაზე, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ოპოზიციის ლიდერი, ალექსის ციპრაა პასუხისმგებელი, მე მაქვს უამრავი უტყუარი წყარო, რომ ის 500 ადამიანს უსმენდა. ციპრა საბერძნეთს ჭაობისა და ტალახისკენ უბიძგებს.”

onalem

ტესტ