fbpx
პოლიტიკა

“მიცოტაკის ჭკვიანური სიტყვებით სუპერმარკეტებში პროდუქტებსა და დენზე ფასები არ იკლებს” – ალექსის ციპრას

ოპოზიციის ლიდერი, ალექსის ციპრა პელაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მთავრობის კრიტიკას კვლავ არ მოერიდა.

“მოქალაქეები იტანჯებიან, ქვეყანას ძირს უთხრის არასახელმწიფოებრივი მეთოდებით მოქმედება, პარალელურად კი, პრემიერი პარლამენტს ემალება. ის არსად მოდის პასუხების გასაცემად, არამედ ურჩევნია პარტიულ აუდიტორიას შეხვდეს და “ჭკვიანური” სიტყვები თქვას, რათა საზოგადოება კიდევ უფრო გაიყოს. სამწუხაროდ, “ჭკვიანური” სიტყვები სუპერმარკეტებში ფასების კლებას არ იწვევს და არც დენი იაფდება. ადამიანების საცხოვრებელი ბინებიც კი აღარ არის დაცული.

მთელ ქვეყანაში ბერძენი მოსახლეობა განიცდის მთავრობის პოლიტიკის დრამატულ შედეგებს. განხეთქილება და საზოგადოების დაყოფა არ დამალავს იმ პრობლემებს, რომლებიც ამ ეტაპზე გვაქვს. ჩვენ არ გავყვებით მიცოტაკის მოლიპულ გზას. თუ მან თავის გადასარჩენად ყველაფრის გათანაბრება აირჩია, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ და არ გავყვებით ამ გზაზე.

დაჟინებით მოვითხოვთ, რომ პარლამენტში გაგვცეს პასუხი იმ უპრეცენდენტო ინსტიტუციონალურ განრიდებაზე, რაც თავად მოაწყო,” აცხადებს ციპრა.

onalem

ტესტ