fbpx
საზოგადოება

“დეპორტაციის მეშინოდა”- პოლიციაში გამოცხადდა ალბანელი, რომელმაც 21 წლის გოგონა მანქანით გაიტანა და მიატოვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციაში გამოცხადდა 26 წლის ალბანელი მამაკაცი, რომელმაც თესალონიკში 21 წლის გოგონა მანქანით გაიტანა, შემდეგ კი, მძიმედ დაშავებული მიატოვა და გაიქცა. აღმოჩნდა, რომ მას არც მართვის მოწმობა ჰქონდა და არც საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა.

როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ნებით ჩაბარებოდა პოლიციას და აღნიშნავს, რომ ჩადენილს ნანობს, მაგრამ ეს ყველაფერი მისი დაუდევრობით არ მომხდარა.

ალბანელი განმარტავს, რომ მას მწვანე შუქნიშანი ჰქონდა და არ მიდიოდა გადაჭარბებული სისწრაფით, მაქსიმუმ 50კმ/სთ, გოგონა უეცრად გადმოვიდა გზაზე, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვერ შეძლო საჭის დამორჩილება ისე, რომ არ დაჯახებოდა. შემდეგ კი, ვინაიდან დაინახა, რომ მის დასახმარებლად ხალხი მივიდა, იფიქრა, რომ გაქცეულიყო. ალბანელი დასძენს, რომ წარსულშიც ჰქონია პრობლემები პოლიციასთან და ეშინოდა საბერძნეთიდან დეპორტაციის, სწორედ ამიტომ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონა არ გადადიოდა ქვეითების შესაბამის გადასავლელზე, ხოლო ალბანელის მხრიდან საგზაო წესების რაიმე დარღვევა კამერებზე არ ფიქსირდება. მიუხედავად ყველაფრისა, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სხეულის მძიმე დაზიანებისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის.

21 წლის გოგონას მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

onalem

ტესტ