fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

რა აჩვენა ბერძენი მამაკაცის ანალიზმა, რომელიც კორონა ვირუსის სიმპტომებით კარანტინში მოათავსეს

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ შუადღიდან თესალონიკში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, რადგან ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში 62 წლის ბერძენი მამაკაცი მომაკვდინებელი კორონა ვირუსის სიმპტომებით შეიყვანეს.

მას ჩაუტარდა ანალიზი, რომელმაც აღნიშნული ვირუსის მის ორგანიზმში არსებობა არ დაადასტურა. ინფორმაცია ოფიციალურია, თუმცა, როგორც საავადმყოფოს პერსონალი იუწყება, გამოკვლევები კვლავ გაგრძელდება.

როგორც ირკვევა, მის მიერ გამომჟღავნებულ სიმპტომებს ემატებოდა ფაქტიც, რომ ბოლო 20 დღის მანძილზე ჩინეთის ქალაქ უხანში იმოგზაურა, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. სწორედ ამიტომ მიიჩნიეს შემთხვევა სერიოზულად და უსაფრთხოების მიზნით კარანტინში მოათავსეს.

მიუხედავად ამისა, 62 წლის ბერძენს კორონა ვირუსი არ აღმოჩნდა. ის, სავარაუდოდ, მსუბუქი ვირუსით არის დაინფიცირებული და შესაბამის მკურნალობას გაივლის.

onalem

ტესტ