fbpx
საზოგადოება

ბერძენმა კარდიოლოგებმა ფრენის დროს შვეიცარიელი ქალი სიკვდილს გადაარჩინეს

შემთხვევა ლისაბონი-ციურიხის რეისზე მოხდა, როდესაც შვეიცარიელ 54 წლის ქალს გულის შეტევა მოუვიდა. ამავე თვითმფრინავში იმყოფებოდა ორი ბერძენი კარდიოლოგი, რომელმაც მისი გადარჩენა შეძლეს. ექიმები ლისაბონში პროფესიული მიზეზებით იმყოფებოდნენ.

როდესაც ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო, აგელოპულოსი და სპილიოპულოსი მაშინვე მობილიზდნენ და მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში მინიმალური სამედიცინო ტექნიკა იყო, ქალის გონზე მოყვანა და მისი გულის ამუშავება შეძლეს. მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და თვითმფრინავი მალევე დაჯდა ციურიხის აეროპორტში.

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

ქალს ძალიან გაუმართლა, რომ მისი ფრენის დროს ბორტზე ორი ბრწყინვალე ექიმი იმყოფებოდა და იმოქმედეს ისე, როგორც ეს საჭირო იყო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

onalem

ტესტ