fbpx
ეკონომიკასაქართველო

2019 წლის მარტში საზღვარგარეთიდან საქართველოში 138.4 მილიონი დოლარი გააგზავნეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან 2019 წლის მარტში 138.4 მილიონი დოლარი შევიდა, ხოლო 2018 წელს ეს მაჩვენებელი 4.5%-ით ნაკლები იყო.

ამ ქვეყნებს შორის ლიდერობენ: რუსეთი- 35.42 მილიონი დოლარით, იტალია – 18.95 მილიონი დოლარით, და საბერძნეთი, საიდანაც 15.95 მილიონი დოლარი გაიგზავნა.

მთლიანობაში, გზავნილების 93.6% შემდეგ 17 ქვეყანაზე მოდის:

ამერიკის შეერთებული შტატები – $ 14.76 მილიონი
ისრაელი – $ 13.14 მილიონი
თურქეთი – $ 8.28 მილიონი
გერმანია – $ 3.91 მილიონი
ესპანეთი – $ 3.87 მილიონი
უკრაინა – $ 3.11 მილიონი დოლარი
პოლონეთი – $ 2.36 მილიონი დოლარი
საფრანგეთი – $ 2.06 მლნ
აზერბაიჯანი – $ 1.64 მილიონი დოლარი
ყირგიზეთი – $ 1.43 მილიონი
გაერთიანებული სამეფო – $ 1.37 მილიონი
ყაზახეთი – $ 1.23 მილიონი დოლარი
კანადა – $ 1.08 მილიონი
კვიპროსი – $ 1.05 მილიონი

onalem

ტესტ