fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი ალბანეთში ემიგრაციაში მცხოვრებ ბერძნებს დააფინანსებს – დომნა მიხაილიდუს განცხადება

საბერძნეთის შრომის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანა ალბანეთში მცხოვრებ ბერძნებს ფინანსურად უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ დომნა მიხაილიდუ საუბრობს.

საუბარია სოციალური სოლიდარობის შემწეობაზე, გარკვეული თანხის სახით, რომელსაც საბერძნეთი ემიგრაციაში მყოფ თავიანთ მოხუც მოქალაქეებზე გასცემს.

“ემიგრაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ღირებული ეროვნული კაპიტალია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. უნდა ვაღიაროთ ემიგრაციაში მცხოვრები ბერძნები და ზოგადად, ბერძნული უმცირესობები, რომელთაც წვლილი შეიტანეს ეროვნების შენარჩუნებაში. ეს სოლიდარობა უნდა გამოვავლინოთ პრაქტიკული კუთხით და მხარი დავუჭიროთ მათ ღირსეულ ცხოვრებას, სადაც უნდა ცხოვრობდნენ. ჩვენ პატარა ნაბიჯს ვდგამთ ალბანეთში მცხოვრები დაუცველი ხანდაზმული ბერძნების დახმარების კუთხით.”

განცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ სპეციალურ საემიგრაციო პირადობის მოწმობას, განურჩევლად იმისა, ცხოვრობენ საბერძნეთში თუ ალბანეთში.

onalem

ტესტ