fbpx
საბერძნეთი

მაღაზიების გახსნა მარტის ბოლოს – რა შეიძლება შეცვალოს ვაჭრობამ ეპიდმდგომარეობის თვალსაზრისით?!

როგორც უკვე ცნობილია, თვის ბოლოს, სავარაუდოდ, 29 მარტს, მაღაზიების ამუშავებაა მოსალოდნელი. საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები, რა ეფექტი და გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ მოვლენას ეპიდმდგომარეობაზე.

ვინაიდან ორშაბათიდან სილამაზის სალონები იხსნება, ეს იქნება ერთი ნაბიჯი წინ, ეკონომიკის ამუშავების თვალსაზრისით და შესაძლებელი იქნება მოსახლეობის ქცევის შეფასება, როცა უფრო ხშირ გადაადგილებას დაიწყებენ.

მიიჩნევა, რომ მაღაზიების გახსნას არ შეუძლია სერიოზული დარტყმის გამოწვევა, ეპიდმდგომარეობის დამძიმების თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ითვლება, რომ მისი გავლენა ნულოვანია იმასთან შედარებით, რასაც ახლა ვხედავთ. ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ ვირუსი მაინც ვრცელდება.

როდესაც მაღაზიები მუშაობას დაიწყებენ, მოსახლეობამ უნდა გააგზავნოს ახალი კოდი, 7, ნომერზე 13032 და არა 13033. აღნიშნული SMS-ის გაგზავნის შედეგად მოგივათ პასუხი: “გადაადგილება კომერციული მაღაზიის მიმართულებით”. ამ SMS-ის დროის ზღვარი იქნება 3 საათი და მისი გაგზავნა დღეში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, 13033 მაინც ძალაში რჩება და ცხადია, ყველა დანარჩენი კოდი უნდა გაიგზავნოს აღნიშნულ ნომერზე.

ასევე, 13032-ზე არ გავაგზავნით კოდს, 7, მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში ან სურსათის სხვა მცირე ზომის მაღაზიებში წავალთ. კოდი 7 ეხება მხოლოდ კომერციული ტიპის (ფეხსაცმელ-ტანსაცმლის, აქსესუარების და ა.შ.) მაღაზიებს.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის სალონების მიმართულებით გადასაადგილებლად გამოიყენება SMS-კოდი, 6.

onalem

ტესტ