fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 38 წლის ემიგრანტმა კარანტინის დასრულებამდე ერთი დღით ადრე თავი ჩამოიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია ევიაში, სოფელ თეოლოგოში მოხდა. გარდაცვლილია 38 წლის ემიგრანტი, ალბანელი მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თავად მოისწრაფა.

როგორც Protothema.gr იუწყება, ალბანელი მამაკაცი ამ სოფელში ბოლო 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა და ყველა თანასოფლელი საუკეთესო სიტყვებით ახასიათებს. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გადიოდა. ამ პერიოდში ინფიცირებული თავად დაუკავშირდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს და დიდი მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელში ვირუსი გაავრცელა და ამბობდა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა.

ირკვევა, რომ 38 წლის ლეონიდასი დეპრესიამ შეიპყრო იმის გამო, რომ ფიქრობდა, შესაძლოა ვინმე მისი მიზეზით გარდაცვლილიყო, რადგან ვირუსი სხვებსაც გადასდო.

რაც ყველაზე შემზარავია, ის კარანტინს ხვალ ასრულებდა, თუმცა, დანაშაულის გრძნობას ვერ გაუძლო და საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

ალბანელ ემიგრანტს 4 წლის გოგონა და მეუღლე დარჩა.

onalem

ტესტ