fbpx
საზოგადოება

კადრები ათენიდან: მშობლების მიერ ნაცემი მოსწავლეები და სასტიკი დაპირისპირება

ათენის, კერძოდ კი, ალიმოსის მე-5 საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან წარმოუდგენელი კადრები ვრცელდება. ამ სკოლის წინ ბავშვებს გადაკეტილი ჰქონდათ გზები, რადგან სკოლის ხელმძღვანელობას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ და სასწავლო პროცესი, ცხადია, შეფერხებულია.

ირკვევა, რომ ამ ფაქტით უკმაყოფილო მშობლები დღეს სკოლასთან მივიდნენ და იმ “ბარიკადების” გარღვევა სცადეს, რომლებიც მოსწავლეებმა თავად გააკეთეს.

სიტუაცია მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში და მშობლები ბავშვებს თავსაც კი დაესხნენ, სცემეს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.

მოთხოვნები, რომელთა გამოც მოსწავლეები მერხებთან არ სხდებიან, არის შემდეგი:

  • ჩამოიხსნას კამერები სკოლიდან
  • დასუფთავდეს სკოლა სათანადოდ, როგორც ეს საჭიროა
  • მასწავლებლებმა ატარონ პირბადე სწორად
  • შეკეთდეს სკოლის ინფრასტრუქტურა
  • კლასში განაწილდეს ნაკლები მოსწავლე.

onalem

ტესტ