fbpx
საბერძნეთი

ევია: ტავერნებში მიდიან, ძვირადღირებულ კერძებს უკვეთავენ, მიირთმევენ და უჩინარდებიან

ევიაში მდებარე რესტორნებისა და ტავერნების მფლობელებში დიდი შეშფოთება გამოიწვია დაჯგუფებამ, რომელიც მათ დაწესებულებებს სტუმრობს, უამრავ ძვირადღირებულ კერძს უკვეთავს და საფასურს არ იხდის.

ფენომენი კონკრეტულად შენიშნეს ერეტრიას რაიონში და მსგავსი შემთხვევა ბოლოს გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საუბარია 10 კაციან დაჯგუფებაზე, რომლის ზოგიერთ წევრსაც ერთმანეთთან ნათესაური კავშირიც აქვთ, ანუ ოჯახია. ისინი საკმაოდ ბევრ კერძს უკვეთავენ, მიირთმევენ და ბოლოს ისე უჩინარდებიან, რომ თანხას არ იხდიან.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ისინი ბევრი სხვა ტავერნასაც “დასხმიან” თავს, შესაბამისად, მათი ქმედებები სისტემატიურია. გამოძიებას გადაეცა ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც სხვადასხვა რესტორნებიდან არის მოპოვებული და მათი ადგილმდებარეობის დასადგენად საქმე აღიძრა.

onalem

ტესტ