fbpx
საზოგადოება

უამრავი კითხვა 23 წლის თანასის ზერვას გარშემო, რომელმაც სანაპიროზე უეცრად გონება დაკარგა და გარდაიცვალა

უამრავი კითხვა ჩნდება 23 წლის ბიჭის, თანასის ზერვას საქმის გარშემო, რომელიც კუნძულ სიფნოზე დასასვენებლად იყო წასული და სანაპიროზე,  მეგობრების თვალწინ, უეცრად გონება დაკარგა, მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, მეგობრებმა დრო არ დაკარგეს და ადგილზე მაშინვე გამოძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლითაც ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ 19:50 საათზე ახალგაზრდის გარდაცვალება დადასტურდა. ამავე ინფორმაციით, მას გაუკეთეს ტესტი კორონავირუსზე, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

კუნძულზე გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, თანასის მაღალი ტემპერატურა ჯერ კიდევ 25 ივლისს დაუფიქსირდა, 26 ივლისს გაიკეთა ტესტი, რომელიც დადებითი ამოვიდა, თუმცა, მან ჩვეულ რეჟიმში განაგრძო დასვენების დღეების გატარება. ის მეგობრებთან ერთად სანაპიროზე წავიდა, სადაც თავი ძალიან ცუდად იგრძნო, აწუხებდა მუცლის ძლიერი ტკივილი. დაახლოებით 15 წუთში კი, გონება სრულიად დაკარგა.

საქმეს პირეას სასამართლო-სამედიცინო სამსახურის უფროსი პირადად ხელმძღვანელობს, ექსპერტიზის შედეგად კი, ახალაგზრდა თანასის გარდაცვალების მიზეზები და გარემოებები დადგინდება.

onalem

ტესტ