fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ამიერიდან პირადობისა და მართვის მოწმობები საკუთარ ტელეფონებში!

დღეს საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი მნიშვნელოვანი ცვლილების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ციფრული პოლიტიკის მინისტრმა, კირიაკოს პიერაკაკიმ გამართა.

ამიერიდან საბერძნეთში მოქალაქეებს პირადობისა და მართვის მოწმობები საკუთარ ტელეფონებში ექნებათ და არ იქნება საჭირო მათი ფიზიკურად წარდგენა. საუბარია აპლიკაციაზე,  Gov.gr Wallet, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთ ტელეფონში მოვუყაროთ თავი ყველა საჭირო დოკუმენტს. ეს ყველაფერი კი, გაამარტივებს როგორც მოსახლეობის ყოველდღიურობას, ასევე პოლიციისა და სხვადასხვა უწყებების მუშაობას.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ საქმეში. ეს იყო დიდი და კოლექტიური ძალისხმევა,” განაცადა კირიაკოს პიერაკაკიმ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ:

“დღეს ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს სახელმწიფოს ციფრული მიმართულებით წაყვანის თვალსაზრისით. აპლიკაცია, რომელზეც გადავა ჩვენი პირადობისა და მართვის მოწმობები, დიდი კომფორტი იქნება მოქალაქეებისთვისა და საბერძნეთის პოლიციისთვისაც, მუშაობისას.”

ამრიგად, თითოეული მოწმობის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ისევე, როგორც მაგალითად ვაქცინაციის სერთიფიკატები გვაქვს ჩამოტვირთული. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება საჯარო უწყებებსა და პოლიციის მიერ შემოწმების განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ წარვადგინოთ ბანკებსა და სატელეფონო პროვაიდერების ოფისებშიც.

onalem

ტესტ