fbpx
საზოგადოება

“1 წლის წინ საკუთარ სახლს შემთხვევით ცეცხლი წაუკიდა და ეს ძვირად დაუჯდა” – აგიოს ნიკოლაოსიდან გაუჩინარებული ქალის საქმის დეტალები

აგიოს ნიკოლაოს ტერიტორიიდან გაუჩინარებულ 45 წლის ქალთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს რაიმე სიახლე. მისი ახლობლები მედიასთან საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ და ვერ ხვდებიან, თუ რა შეიძლება იყოს მისი გაუჩინარების მიზეზი.

ირინი კაპეტანაკი სახლიდან 25 ივლისის დილას გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ორი შვილის დედა ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით უკვე სამი დღეა დაკარგულია და მისი ოჯახი ამის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, ის მამასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც აცხადებს, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და დარწმუნებულია, რომ ირინის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1 წლის წინ 45 წლის კაპეტანაკიმ საკუთარ სახლში უნებლიედ ცეცხლი გააჩინა და ბინა მთლიანად დაიწვა, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა, მამა მასთან ერთად ცხოვრობდა და ცდილობდა, რომ შვილს დახმარებოდა, როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

მისი ოჯახი საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.

onalem

ტესტ