fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 7 წლის ბიჭი, რომელიც კლასში შემთხვევით ჩაკეტეს, ფანჯრიდან გადმოხტა

ინციდენტი კრეტაზე, ირაკლიოს დაწყებით სკოლაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლასის ხელმძღვანელმა ვერ შენიშნა, რომ ოთახი ყველა მოსწავლემ არ დატოვა.

კერძოდ, როგორც მასწავლებელი, კონსტანტინოს თეოფანუსი ამბობს, მოსწავლეებს სთხოვა, კლასში სკამები მერხებზე დაელაგებინათ, რათა დამლაგებლისთვის საქმე გაეიოლებინათ, შემდეგ კი ყველა მათგანი სკოლის ღონისძიებაზე წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მან კლასი შეამოწმა, ვერ შენიშნა, რომ 7 წლის ბიჭი კვლავ შიგნით იყო და კარი ჩაკეტა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მეორე კლასის მოსწავლემ, რომელმაც გაიაზრა, რომ გარეთ კარის საშუალებით ვერ გავიდოდა და პანიკაში ჩავარდა, ფანჯარასთან მივიდა და დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა, რათა თავი გაეთავისუფლებინა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭს დედა ქვემოთ ელოდებოდა. საბედნიეროდ, მცირეწლოვანმა მხოლოდ კოჭის მსუბუქი დაზიანება მიიღო და ამჟამად კარგად არის.

onalem

ტესტ