fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 14 წლის ბიჭმა თანხით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

შემთხვევა კოზანში, კერძოდ, აგიოს ნიკოლაოსში მოხდა.

14 წლის სკოლის მოსწავლემ საფულე იპოვა, რომელშიც საკმაოდ სოლიდური თანხა იდო და უყოყმანოდ დაიწყო პატრონის ძებნა.

საბოლოოდ, საფულე პატრონს დაუბრუნდა, რომელმაც ბიჭის მშობლებს ამაღელვებელი წერილი მისწერა:

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა. თქვენი შვილი ყველაზე კეთილშობილურად მოიქცა და მადლობას გიხდით, ასეთი შვილის აღზრდისთვის. ოჯახში ბავშვი ყველაზე ღირებულ განათლებას იღებს.”

onalem

ტესტ