fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ათენი: “თბილი სივრცეები” უსახლკაროებისთვის 29 დეკემბრამდე ღია იქნება

ტემპერატურის ვარდნის გამო, ათენის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო ადამიანებისთვის “თბილი სივრცეები” შექმნა. ეს ნიშნავს, რომ სოფოკლეუს N66-ში მდებარე შენობაში შესაძლებელია მივიდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც ძლიერი სიცივისგან იტანჯება და დარჩეს იქ 29 დეკემბრამდე.

აღნიშნულ შენობაში შეიტანეს თბილი საბნები, სასმელი და ჩართულია გათბობა.

მოქმედებს სატელეფონო ხაზი  210 5246515 – 210 5246516 და ათენის მუნიციპალიტეტის ქოლცენტრი 24 საათის მანძილზე მოემსახურება მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

onalem

ტესტ