fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: 24 წლის ემიგრანტი გოგონა, რომელიც საბერძნეთში უკანონოდ შემოვიდა, გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სერესის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს 24 წლის გოგონა, რომელიც ორი დღის მანძილზე უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ΕΡΤ იუწყება, რომ ოჯახი ირანიდან არის და საბერძნეთში უკანონო გზით იყო შემოსული. საუბარია 24 წლის გოგონაზე, მის 35 წლის მეუღლესა და 22 წლის ძმაზე. 112-ს სწორედ მისმა ძმამ შეატყობინა და განაცხადა, რომ თესალონიკამდე ჩააღწიეს, მაგრამ შემდეგ ორიენტაცია დაკარგეს და წყლის არხში ჩაცვივდნენ, რომელიც საბერძნეთში ბოლო დღეებში გაუარესებული ამინდის გამო ადიდებული იყო.

ცხადია, მაშინვე წამოიწყო გაუჩინარებული ემიგრანტის ძებნის ოპერაცია და სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაცვლილი ამოასვენეს. ოპერაცია საკმაოდ რთული იყო და მონაწილეობდა სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა, რადგან საუბარია მთიან რეგიონზე.

onalem

ტესტ