fbpx
საბერძნეთი

ექსპერტებს თავიანთი პროგნოზები უკან მიაქვთ – საბერძნეთში პანდემია უკან იხევს?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთში პანდემია უკან იხევს და უახლოეს პერიოდში ეპიდმდგომარეობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

როგორც ჩანს, პროფესორებს თავიანთი პროგნოზები უკან მიაქვთ და აცხადებენ, რომ რიცხვების კლება იმაზე ადრე ფიქსირდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. აქედან გამომდინარე მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში 50.000-მდე ინფიცირებულს მივაღწევთ დღეში, ექსპერტებს აღარ აქვთ.

დიმოსთენის სარიიანი აცხადებს, რომ რეგრესი ფიქსირდება 8-10 დღით ადრე იმასთან შედარებით, რაც ნავარაუდევი იყო, ამიტომ უახლოეს დღეებში არა მატება, არამედ რიცხვების კლებაა მოსალოდნელი და დაახლოებით 2 კვირაში შესაძლოა 3.000-მდე შემცირდეს ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა.

პროფესორის განმარტებით, აღნიშნული ტალღა გამოიწვია ასაკობრივმა ჯგუფმა, 18-დან 29 წლამდე, რომლებიც ძირითადად ასიმპტომატურები იყვნენ და ამ ყველაფერს დაემთხვა სადღესასწაულო პერიოდიც.

“ყველა უნდა ავიცრათ და ვაქცინაციის კამპანია უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონს” გაცილებით მსუბუქი ავადობა ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის საფრთხე მუდმივად არსებობს,” ამბობს სარიიანი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში შემზღუდველი ზომების მოქმედების ვადა 24 იანვრამდე გახანგრძლივდა.

onalem

ტესტ