fbpx
საბერძნეთი

“არანაირი გამონაკლისი! ორშაბათიდან 100 ევროიანი ჯარიმა, ვინც არ აიცრება” – მარიოს თემისტოკლეუს

ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ორშაბათიდან 60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის ვალდებულების კანონი ძალაში შედის და არ დაიშვება არც გამონაკლისი და არც ამ ვადების გახანგრძლივება მოხდება.

ამრიგად, 17 იანვრიდან ვინც 60 წელს ზემოთ არის და უარს ამბობს აცრაზე, ყველას დაეკისრება ჯარიმა 100 ევროს ოდენობით ყოველ თვეში. მათ, ვინც გადაწყვეტს, რომ აიცრას, ჯარიმა, ცხადია, იმავე თვეში შეუწყდებათ.

მაგალითისთვის: თუ აიცრებით მარტის თვის შუა რიცხვებში, თქვენი ჯარიმების ოდენობა იქნება 200 ევრო, იანვარში განისაზღვრება 50 ევრო, რადგან საუბარია ნახევარ თვეზე, თებერვალში განისაზღვრება 100 ევრო, ხოლო მარტის თვეში 50 ევრო (ნახევარ თვეზე).

თემისტოკლეუმ განაცხადა, რომ მთავრობის მაგიდაზე დევს აღნიშნული ვალდებულების დაწესების საკითხი მათთვისაც, ვინც 50 წელს ზემოთ არის, ანუ იგეგმება რომ ეს საკითხი ასაკობრივი კუთხით გაფართოვდეს.

60 წელს ზემოთ გადაცილებულებს, რომლებიც პირველი დოზისთვის ვიზიტს დანიშნავენ 17 იანვრამდე, ჯარიმები არ შეეხებათ.

onalem

ტესტ