fbpx
საზოგადოება

ბერძენი ქალბატონი ბავშვებზე მეურვეობას ითხოვს, რადგან მის ქმარს კორონავირუსის და ვაქცინის არ სჯერა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკელების ოჯახში დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მეუღლეთა აზრები პანდემიისა და ვაქცინის შესახებ რადიკალურად გაიყო.

ირკვევა, რომ ქალბატონი ბავშვებზე ექსკლუზიურ მეურვეობას ითხოვს და აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა. მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაქცინაციას და კორონავირუსის ფატალური შედეგების არ სჯერა.

“ბავშვებზე სრულ მეურვეობას ვითხოვ, რადგან ჩემი შვილები არავაქცინირებული ადამიანების გარემოცვაში არიან და ვფიქრობ, რომ ეს გარემო მათთვის უსაფრთხო არ არის.

ჩემი ყოფილი მეუღლე უკიდურეს პოზიციებზე იყო. მხოლოდ ის მახსოვს, ამბობდა, რომ არასოდეს გავხდებოდით ავად, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ინტერესები იდგა. ჰგონია, რომ უძლეველია და არაფერი ავნებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა ცხოვრების მიმართ,” აცხადებს ქალი.

შემდეგი ეტაპისთვის მას სასამართლო პროცესზე იმის დამტკიცება მოუწევს, თუ რატომ სჯობს, რომ შვილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად იღებდეს და ამ საკითხებში მამაკაცი არ ერეოდეს.

onalem

ტესტ