fbpx
საბერძნეთი

ბერძენი სამხედროები ჰყვებიან, თუ როგორ დააკავეს თურქებმა (ვიდეო)

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩამოფრინდა სამშობლოში ორი ბერძენი სამხედრო, რომელიც ამ დრომდე თურქების ტყვეობაში იმყოფებოდა. თვითმფრინავით Embraer ERJ135, ისინი სამხედრო პირებთან ერთად ჩამოფრინდნენ.

ბორტზე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგოს კატრუგალოსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კონსტანტინოს ფლოროსი. ისინი ფრენის დროს საუბრობდნენ და ჭიქა ლუდიც მიირთვეს.

ანგელოს მიტრეტოდისი აღწერს, თუ როგორ მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალები იყვნენ და როგორ დააკავეს მათ შემდგომში. გათავისუფლებული სამხედრო ასევე ხაზს უსვამს, რომ ისინი კვალს მიჰყვებოდნენ, რომელიც, ეგონათ, რომ არალეგალ მიგრანტებამდე მიიყვანდათ.

onalem

ტესტ