fbpx
საბერძნეთი

ათენში ბინის ქირის ხარჯებს საშუალო ბერძნული ოჯახიც კი ვეღარ სწვდება – ფასების რადიკალური ზრდა

საბერძნეთის საბინაო ბაზრის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება დაინტერესებული პირებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ბინის შეძენა ან ქირაობა სურს. მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ჯერ კიდევ 2008 წელს იყო, როდესაც დაფიქსირდა ფასების ზრდის რეკორდი. ბოლო ორი წელია ზრდის ტენდენცია აქტიურ რეჟიმშია.

ფასები, ქირაობის თვალსაზრისითაც იმდენად მაღალია, რომ ხარჯებს საშუალო ბერძნული ოჯახიც კი ვეღარ სწვდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები ასახელებენ ფაქტს, რომ მრავალი წლის მანძილზე მეპატრონეები სახლებს იმ ფასად ვერ აქირავებდნენ, როგორც სურდათ, შესაბამისად, ახლა ცდილობენ, რომ ერთიანად ამოიღონ “ზარალი” და მკვეთრად გაზარდონ ქირა.

ათენის სამხრეთ გარეუბნებში ახლადაშენებულ ბინებზე ფასები გაზრდილია 30%-ით, ვიდრე 2008 წელს, ათენის ცენტრში მატება აღწევს 20%-ს, ჩრდილოეთ გარეუბანშიც ასევე 20%-ს.

მეორეს მხრივ, ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი დიდი “ნახტომი” უკავშირდება მოკლევადიან გაქირავებას ანუ Airnbn-ს გააქტიურებას. მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს და საკითხზე მომდევნო კვირებში პარლამენტში იყრიან კენჭს.

 

onalem

ტესტ