fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში მომდევნო დღეებში პურის გაძვირებაა მოსალოდნელი – პესიმისტური პროგნოზები ფასების ზრდასთან დაკავშირებით

როგორც ბერძნული მედია იუწყება, უკრაინის ომის შედეგები სულ მალე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება რიგითი მოქალაქეებისთვის. ბოლო კვირებია ფქვილის ფასმა საკმაოდ მოიმატა და ამის შესახებ ტელეკომპანია Μega-ს საბერძენთის მცხობელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მიხალის მუსიო უყვება.

ბატონი მუსიოს თქმით, რამდენიმე კვირის წინ ერთი პატარა ტომრის ფასი 13-15 ევრო იყო, ხოლო ახლა 22 ევროს უდრის: “რბილი მარცვლეულის 20% ჩვენ უკრაინიდან შემოგვაქვს, ხოლო 10% რუსეთიდან, 5% მოლდოვადან. გარდაუვალია ფასების ზრდა ძირითად საბაზისო პროდუქტებზე, მათ შორის პურზეც. არსებობს ბაზარი საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, სერბეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში, მაგრამ ყველა ამ ქვეყანას დაკეტილი აქვს საზღვრები და არ ახორციელებენ ექსპორტს.

ერთ კვირაში ვნახავთ, რომ პურის ფასი მოიმატებს, რადგან საცხობები ფქვილს გაძვირებულ ფასად შეიძენენ. ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, რამდენი იქნება მატება, მაგრამ თითოეული ბიზნესი თავად შეაფასებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ყველაფერი აქ არ გაჩერდება, არ ვიცით, რა იქნება და არაფერი არ არის გამორიცხული,” ამბობს მიხალის მუსიო.

onalem

ტესტ