fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქურდი პოლიციაში მივიდა, რადგან ქურდობისას ტელეფონი შემთხვევის ადგილზე დარჩა

თესალონიკში მომხდარი შემთხვევა ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, ეს რეალობაა. როგორც ირკვევა, 27 წლის მამაკაცი, რომელიც თავად დამნაშავე იყო, პოლიციაში დახმარების სათხოვნელად მივიდა.

ახალგაზრდის პრობლემა ის იყო, რომ ერთ-ერთი მაღაზია გაქურდა და ამ პროცესში შემთხვევის ადგილზე ტელეფონი დარჩა. ქურდობას მაღაზიის მეპატრონის ვაჟი შეესწრო და პოლიციაში დარეკა, ადგილზე მოსულმა ოფიცრებმა კი, იქიდან მობილური ტელეფონი აიღეს, როგორც მტკიცებულება.

რამდენიმე ხნის შემდეგ კალამარიას განყოფილებაში თავად ქურდიც მივიდა და განაცხადა, რომ დაკარგულ ტელეფონს ეძებდა და ოფიცრებმა გაარკვიეს, რომ სწორედ ის იყო მამაკაცი, რომელმაც ვიტრინა ჩაამტვრია, ქურდობის მიზნით.

საკუთარი ნივთის საძებლენად მისულს ხელბორკილები დაადეს, ხოლო ამ დროისთვის პოლიცია მის თანამზრახველს ეძებს.

onalem

ტესტ