fbpx
საზოგადოება

საქართველოში დაბადებული პავლოს ხალდეოპულო – ადამიანი, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილები საბერძნეთში ჩამოჰყავს

ბერძნული მედია წერს ადამიანის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, გმირულ საქმეს აკეთებს და უდიდესი რისკების ფასად, უკრაინელი ლტოლვილები საბერძნეთში ჩამოჰყავს. საუბარია საქართველოში, ბათუმში დაბადებულ პავლოს ხალდეოპულოზე, რომელიც ფლობს ერთადერთ კომპანიას, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილები საბერძნეთამდე, სამშვიდობოს გამოჰყავს.

ის სიამაყით საუბრობს საკუთარ საქმეზე და ამბობს, რომ არ შეეძლო ასეთ ვითარებაში უმოქმედოდ ყოფნა, რადგან უკრაინაში ენდობიან როგორც ბერძნები, ასევე თავად უკრაინელები. “ვინმეს რომ ეთქვა, უკრაინიდან ლტოლვილებს გამოიყვანო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ახლა ეს რეალობაა. წლების მანძილზე ვახორციელებთ რეგულარულ რეისებს და ეს ხალხი გვენდობა. ახლა, ამ რთულ დროს, მე ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები.” 

ბატონი პავლო ბათუმიდან არის, თუმცა, უმაღლესი სასწავლებელი 1985-1989 წლებში უკრაინაში დაამთავრა.

“უკრაინა ჩემი სტუდენტობის ქვეყანაა. ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა ბათუმი საქართველოში და საბერძნეთი,” ამბობს ის.

როგორც ირკვევა, იმ წუთიდანვე, როცა ბატონმა პავლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის და საზღვრებთან ხალხის გრძელი რიგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, საკუთარი ერთადერთი ავტობუსის საჭეს მიუჯდა და ამ ადამიანების დასახმარებლად დაუფიქრებლად გაემართა. შემდეგ მან კიდევ ოთხი ავტობუსი დაიქირავა და საკუთარი ხარჯებით აგზავნის როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე უფასოდ ჩამოჰყავს ლტოლვილები, ვისაც თანხა საერთოდ არ აქვს. მხოლოდ გარკვეულ დახმარებას ითხოვს საწვავისთვის, რომლის ფასიც კრიტიკულად მაღალია.

შემდეგი რეისი 15 მარტისთვის აქვს დაგეგმილი და უკრაინელებს თესალონიკსა და ათენში ჩამოიყვანს. ამ დრომდე მას უსაფრთხო ტერიტორიაზე 212 ადამიანი ჰყავს გამოყვანილი.

წყარო: https://www.newsbeast.gr/greece/arthro/8404594/thessaloniki-o-kalos-samareitis-ton-oukranon-prosfygon

onalem

ტესტ