fbpx
საზოგადოება

“პუტინი პირჯვარს იწერს და შემდეგ ხალხს ხოცავს! ეს არის მისი მართლმადიდებლობა?!” – მთავარეპისკოპოსი ხრისოსტომო

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი, ხრისოსტომო, პირდაპირ “ესხმის” თავს პუტინს, როდესაც უკრაინის ომზე საუბრობს. როგორც მან თქვა: “პუტინს შეუძლია ეკლესიაში სიარული, მონანიება, პირჯვრის გადაწერა, ზიარება, მაგრამ ამავე დროს ადამიანების ხოცვა! ეს არის მისი მართლმადიდებლობა?!”

სასულიერო პირმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა უკრაინაში არსებული ვითარების გამო და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიდ შეცდომას უშვებს ისე, რომ არ აინტერესებს, რამდენი ადამიანი შეეწირება ამ ყველაფერს.

მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არ იყო არც ეკლესიური და არც თეოლოგიური, არამედ წმინდა პოლიტიკური თემა.

“მინდა შევეხო იმ ეკლესიების საკითხსაც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთსა და მის ქმედებებს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ნუ გვავიწყდება, რომ მართლმადიდებლობის ნახევარი კომუნიზმის ქვეშ იყო მოქცეული და დღემდე რუსების გავლენის ქვეშ არიან,” აცხადებს ხრისოსტომო.

 

onalem

ტესტ