fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ექიმი და ექთანი ავარიის ადგილას საკუთარი მანქანით მივიდნენ, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანა არ ჰყავდათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კოზანში მოხდა, სადაც მოტოციკლი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად დაშავდა 22 წლის ბიჭი, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა პირველადი სამედიცინო დახმარება.

როდესაც ადგილზე მყოფებმა სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს, უპასუხეს, რომ ერთადერთი მანქანა, რომელიც ჰყავდათ, სხვა გამოძახებაზე იყო წასული, შესაბამისად, ვერაფრით დაეხმარებოდნენ.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთმა ექიმმა და ექთანმა გადაწყვიტეს, რომ ავარიის ადგილას საკუთარი მანქანით მისულიყვნენ, რომ დაშავებულს დახმარებოდნენ. 22 წლის ბიჭს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული, განსაკუთრებით სახისა და თავის არეში.

მანქანის 16 წლის მძღოლი, რომელიც მის მოტოციკლს დაეჯახა, მართვის მოწმობას არ ფლობდა. გამოძიების ცნობით, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ