fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

აშურას ყოველწლიური რიტუალი პირეოსში – შიიტი მუსლიმების სისხლიანი თვითგვემა

აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.

მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب‎ – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.

შიიტმა მუსლიმებმა რიტუალი პირეოსშიც აღასრულეს.

ფოტოები ეკუთვნის ნიკოს ლიბერტასს.

 

 

 

 

 

 

 

 

onalem

ტესტ