fbpx
საზოგადოება

“ვერ მოვასწარი მეთქვა მიყვარხარ” – თესალონიკში ექიმის მიერ მოკლული დიანა ბერიძის შვილი

თესალონიკში ექიმის მიერ მოკლული 36 წლის დიანა ბერიძის ვაჟი დუმილს არღვევს. ის პირველად საუბრობს ტელეკომპანია Star-ზე, ზინას გადაცემაში. როგორც ცნობილია, დიანა ბერიძე 2017 წლის აპრილში იპოკრატიოს საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა და მისი კვალი მას შემდეგ გაქრა. მოგვიანებით კი, მოკლული იპოვეს.

მისი მკვლელობის ბრალდებით 39 წლის ქირურგი დააკავეს.

“არ შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ მკვლელი ექიმი იყო, საჯარო საავადმყოფოში. ვერც კი აღვწერ იმ ბრაზს, რაც მთელ ოჯახს მის მიმართ გვაქვს,” ამბობს დიანას ვაჟი.

“დედაჩემი და ჩემი მამინაცვალი ძალიან იყვნენ შეყვარებული ერთმანეთზე. ეს იყო წყვილი, რომლისაც ბევრს შურდა. ის მამაჩვენივით იყო და ამ აზრს არასოდეს შევიცვლით. არასოდეს მიფიქრია, რომ მას დედაჩემისთვის რაიმეს დაშავება შეეძლო. ის იდგა ძალიან ძლიერად, ჩვენ მას ვუყურებდით და იგივეს ვაკეთებდით.”

დიანა ბერიძეს თესალონიკში სამაკლერო ოფისი ჰქონდა, სადაც თავად მუშაობდა. როგორც მისი ვაჟი ამბობს, ცდილობს ფეხზე დადგეს და ცხოვრება გააგრძელოს და ამას თავისი მამინაცვლის მაგალითზე აკეთებს.

“ის იყო ისეთი დედა, რომელიც არ მჯეროდა, რომ მყავდა და არ მინდოდა, რომ დამეკარგა. სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ რა დაემართა ჩემს ოჯახს. ბოლო გასეირნება ნიკის გამზირზე გვქონდა, სადაც მე და ჩემი და ნაყინის მისართმევად წაგვიყვანა. იმ დღის შემდეგ კი, რაც დედაჩემი მკვდარი იპოვეს, იქ აღარ დავდივარ. არის მომენტები, რომლებიც არ გინდა გაგახსენდეს,” ამბობს ბიჭი.

“ვერ მოვასწარი მეთქვა მიყვარხარ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს მინდოდა. ეს შიგნიდან მჭამს. არ მახსოვს, რომ დედაჩემთან მეჩხუბოს.”

სრული ინტერვიუ იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://www.newsbomb.gr/ellada/story/1019005/dolofonia-mesitrias-xespa-o-gios-tis-den-prolava-na-tis-po-s-agapo

 

 

onalem

ტესტ