fbpx
საზოგადოება

პოლიციამ ბავშვების მომვლელი ქალი დააკავა – ბებიამ სამივე მათგან სასტიკად ნაცემი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია მომვლელი ქალი, რომელიც ოჯახის მეგობარიც იყო და მას ბებიამ თავისი სამი შვილიშვილი იმ იმედით დაუტოვა, რომ ბავშვებს უკან უვნებლებს ჩააბარებდა.

ქალმა სახლი დატოვა და უკან სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. როგორც მედია იუწყება, 13 თვის, ასევე, 2 და 4 წლის ბავშვები მას იმდენად ნაცემები დახვდა, რომ დაკვირვებაც არ იყო საჭირო ამის შესამჩნევად.

მომვლელ ქალს ბრალი წაუყენეს და დაუმტკიცეს კიდეც, რის შედეგადაც ის უკვე ციხის საკანშია.

როგორც ბებია ჰყვება, ბავშვები ქამრით იყვნენ ნაცემები, ჰქონდათ დაზიანებები სახის, მკერდის, ზურგის და კიდურების არეში, ფაქტობრივად, ყველგან…

მცირეწლოვნებს დახმარება საავადმყოფოში გადაყვანისთანავე აღმოუჩინეს, თუმცა, ოჯახი გაოგნებულია, რატომ ჩაიდინა ასეთი რამ ქალმა, რომელსაც ენდობოდნენ და ბავშვები მხოლოდ სამი დღის მანძილზე ჰყავდა ჩაბარებული.

დაკავებული ქალის ეროვნება უცნობია.

onalem

ტესტ