fbpx
საზოგადოება

კრეტა: 47 წლის მამაკაცი ორ ახალგაზრდა გოგონას კამერებით უთვალთვალებდა

კრეტაზე, კერძოდ, ქალაქ რეთიმნოში 47 წლის მამაკაცი დააპატიმრეს. მან კორპუსის ორ ბინაში სათვალთვალო კამერები დაამონტაჟა. ორივე მათგანში ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს. თავად მამაკაცი კი აღნიშნულ კორპუსში ქირით იყო.

მამაკაცმა უხილავი კამერები გოგონების საძინებლებში დაამონტაჟა, რათა მათთვის ყველაზე ინტიმურ მომენტებში ეყურებინა. თუმცა, კამერები გამოსახულების გარდა, ხმასაც იწერდა.

მისი ქმედებები მას შემდეგ გამომჟავნდა, რაც გოგონებიდან ერთ-ერთმა კამერა შენიშნა და ამის შესახებ დაცვის სამსახურს შეატყობინა. პოლიციამ იგივე კამერა მეორე გოგონას სახლშიც აღმოაჩინა და სწორედ ამის ფონზე მიხვდნენ, რომ დამნაშავეც ამავე კორპუსის მაცხოვრებელი იყო.

მათ ბინები გაჩხრიკეს და 47 წლის მამაკაცის სახლში აღმოაჩინეს სხვადასხვა აპარატურა, რაც მის დანაშაულს ამტკიცებდა. ის კომპიუტერში ინახავდა ორი გოგონას სექსუალური ცხოვრების ამსახველ ფაქტებს.

დამნაშავე პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევის ბრალდებით დააპატიმრეს.

onalem

ტესტ