fbpx
საზოგადოებასაქართველო

-14 გრადუსი საბერძნეთში – როდის გადაივლის ფენომენი “ოკეანიდა”

“ოკეანიდას” შემოჭრის შემდეგ ქვეყანაში ამინდი მკვეთრად შეიცვალა. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ, საბერძნეთში სიცივის ისტორიული მაჩვენებელი კვლავ დაფიქსირდა. ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, კოზანში, კერძოდ, მესოვუნოში თერმომეტრმა -14 გრადუსი აჩვენა.

ამავე დროს, ფენომენმა ძლიერი წვიმა და შტორმი გამოიწვია კუნძულებზე, კრეტაზე ადიდდა მდინარე გეროპოტამიუ, რომელმაც 4 ადამიანი შეიწირა კიდეც. დატბორილია მიკონოსი.

ფოტოებზე მოცემულია ადგილები, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა:

ვარაუდობენ, რომ “ოკეანიდა” შესუსტებას ხვალიდან დაიწყებს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს.

onalem

ტესტ