fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

პეტრუპოლი: ვრცელდება ვიდეო, როგორ აგდებს მამაკაცი ჩვილს ნაგავში

კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გადმოდის მამაკაცი თეთრი მანქანიდან და სანაგვე ყუთში აგდებს ტომარას, რომელშიც გარდაცვლილი ბავშვის გვამია მოთავსებული. შემდეგ ის მანქანაში ბრუნდება და ადგილს ტოვებს.

ვიდეო ტელეკომპანია Star-მა გაავრცელა. მამაკაცის მოძრაობა მხოლოდ 87 წამის განმავლობაში ხდება. ხელისუფლების რწმენით, ამ დროს ბავშვის დედაც იმავე მანქანაში იმყოფება, საიდანაც მამაკაცი გადმოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბავშვის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები გამოქვეყნდა.

დიდი ალბათობით, ჩვილის სიკვდილი ჭიპლარით დახრჩობამ გამოიწვია, რის შემდეგაც ის სანაგვეში გადააგდეს.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ