fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: უფროსი თანამშრომელს სახლში მიუვარდა და საშობაო საჩუქარი უკან წაართვა

საბერძნეთის სავაჭრო გაერთიანების წარმომადგენელთა მხრიდან უამრავი შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი. ამჯერად კი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მამაკაცი თავის თანამშრომელს სახლში მიუვარდა, რათა თანხა, რომელიც მას საშობაოდ გადაუხადა, უკან წაერთმია.

შრომითი ცენტრის ხელმძღვანელი, იანის მანოლიკაკისი ამბობს, რომ ადამიანების უფლებები ამ მხრივ ძალიან ხშირად ირღვევა.

ჩვენ გვინახავს შემთხვევები, როცა თანამშრომელი და დამსაქმებელი ბანკომატთან ერთად მიდიან, რათა უფროსმა მას თანხა უკან დააბრუნებინოს.

მათ არ სურთ ოფიციალურ უწყებებთან საქმის გაფუჭება, რის გამოც, თანამშრომლებს ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნებას აიძულებენ.

აღნიშნული ინციდენტი კი ხანიაში მოხდა, როდესაც უცხოელ დასაქმებულს უფროსი სახლში მიუვარდა და მოითხოვა თანხა უკან მოეცა.

მანოლიკაკისი აცხადებს, რომ მსგავსი ქცევა უკისურესად სამარცხვინოა, რადგან ადამიანებს ართმევ იმას, რაც ეკუთვნით… ართმევ ლუკმას, რომელიც მან საკუთარ ოჯახს უნდა გაუნაწილოს.

onalem

ტესტ