fbpx
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საჯარო ტრანსპორტთან დაკავშირებით – ცვლილებები ათენში!

ΟΑΣΑ-ს ინფორმაციით დედაქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, რაც მგზავრებისთვის მომსახურების სერვისს საგრძნობლად გააუმჯობესებს. აღნიშნული ცვლილებები 2019 წლის ოქტომბერში, ანუ მიმდინარე თვეში დაიწყება და 2020 წლის თებერვალში დასრულდება.

კერძოდ, რას უკავშირდება სიახლე?

როგოც ცნობილი ხდება, 14 ოქტომბრიდან რამდენიმე ავტობუსს შეეცვლება და დაემატება მოძრაობის ახალი მარშრუტები. ემატება ახალი ავტობუსებით მაგალითად:

ორად გაიყოფა ავტობუსი N054-ის მარშრუტები. ერთი მათგანი ივლის მარშრუტით – პერისოს – აკადიმია – მეტამორფოსი და ასევე იქნება N054, რომელიც იმოძრავებს პერისოს – ლაბრინი – პოლიტეხნიო. აღნიშნული ცვლილება დადებით შედეგებს მოიტანს ნეა იონიას, გალაცის, ვირონას და იმიტუს მოსახლეობას.

ასევე იმოძრავებს ახალი N211 – მეტამოფროსი – აკადიმია.

N 732 იმოძრავებს აგ. ფანურიოს – აკადიმი – ზოოდოხოს პიგი და ასევე მარშრუტი აგ. ფანურიოს – ხალკოკონდილი, ასევე N214 ზოოდოხოს პიგი – აკადიმია.

N409 – 413 – პაპაღუ – სტათმოს ეთნიკის ამინას – სტათმოს კატეხაკი – აღნიშნულ რეისებზე გაუმჯობესდება რეისების შესრულების რეჟიმი, რაგდან ცნობილია, რომ პაპაღუში ტრანსპორტის მოძრაობა ჭირს.

N165 – ტერფსითეა – არგირუპოლი – სინდაღმა – ამ დრომდე აღნიშნული მარშრუტის მოძრაობა შეფერხებული იყო, ვინაიდან N164 იგივე მარშრუტით მოძრაობდა. ამიერიდან კი N165 მუშაობან განაახლებს.

N713 – ანო ლიოსია (პანორამა) – სტათმოს პროასტიაკუ – ანო ლიოსია – მომსახურება აღნიშნულ ნომერზეც გაუმჯობესდება.

N404 – სტათმოს ხალანდრიუ – სტათმოს ეთნიკის ამინას – მოძრაობა შეჩერებული იყო, მგზავრების ნაკლებობის გამო, თუმცა, ამიერიდან აღნიშნული ავტობუსი აქტიურად იმოძრავებს.

 

onalem

ტესტ