fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში დღეს -8 გრადუსი დაფიქსირდა – იხილეთ, სად ციოდა ყველაზე მეტად დღეს

მიმდინარე ორი დღის მანძილზე საბერძნეთში საკმაოდ სუსხიანი ამინდი გვაქვს, ხოლო კონკრეტულ რეგიონებში თერმომეტრი მინუსებში გადავიდა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ საბერძნეთში დღეს დაფიქსირდა -8 გრადუსი.

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, დღეს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა კოზანში, კერძოდ, ვლასტის ტერიტორიაზე, ასევე ფთიოტიდაში.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება ხვალინდელ დღემდე, ხოლო შემდეგ კვირაში ამინდი კვლავ გაუმჯობესდება და ტემპერატურა მოიმატებს 17-20 გრადუსამდე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, სიცივე შენარჩუნდება მხოლოდ ჩრდილოეთით.

onalem

ტესტ