fbpx
საბერძნეთი

“”შეზლონგების მეხანძრეებმა” ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ” – კირიაკოს მიცოტაკის მკაცრი განცხადება

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა. მან ცალსახად გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელმაც, მისი მოსაზრებით, არასწორი დრო შეარჩია მთავრობის მუშაობის ნეგატიურად შესაფასებლად.

მიცოტაკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის ყველა წევრი, რომელმაც მთავრობის გასაკრიტიკებლად ზაფხულის ხანძრების პერიოდი შეარჩია, “შეზლონგის მეხანძრეა” და მათ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ კრიტიკულ მდგომარეობაში თავდაუზოგავად იბრძვიან ცეცხლმოდებულ ტყეებში. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობა სცდება ადამიანის შესაძლებლობებს, რომ გაუმკლავდეს ასეთ ძლიერ ხანძარს, ქარისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში.

“კონკრეტული კომენტარები არის არა მთავრობის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ღრმა შეურაცხყოფა, არამედ იმ მეხანძრეების, მოხალისეების და ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ღამეები არ სძინავს ცეცხლთან ბრძოლის გამო. ჩვენი თანამემამულეები ყოველდღიურად საშუალოდ 50 ხანძარს აქრობენ და ჯერ კიდევ საკმაოდ რთული დღეები გველის, ქარი ძლიერდება და სახელმწიფო აპარატი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ