fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საიდან ემუქრება საბერძნეთს ყველაზე დიდი საფრთხე – ხარდალიასის საგანგებო გამოსვლა

ნიკოს ხარდალიასი კვლავ გამოჩნდა პირდაპირ ეთერში და კონკრეტული განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ემუქრება საბერძნეთს ყველაზე დიდი საფრთხე, საიდან შემოდის ყველაზე მეტი ინფიცირებული ტურისტი და სეზონური მუშა.

ხარდალიასის თქმით, ახლა “ბალკანური საფრთხის” წინაშე ვდგავართ და “იმპორტირებულ” შემთხვევათა 76,27% მოდის სწორედ მეზობელ ქვეყნებზე.

სამოქალაქო დაცვის მინისტრმა დაასახელა ქვეყნები შემდეგი თანმიმდევრობით:

სერბეთი – 78 ინფიცირებული

ბულგარეთი – 63 ინფიცირებული

რუმინეთი – 61 ინფიცირებული

ალბანეთი – 23 ინფიცირებული

ამერიკა – 6 ინფიცირებული.

295-დან 225 მოდის სწორედ ბალკანეთის ქვეყნებზე. აქედან 207 ინფიცირებული დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში, ხოლო 53, ასე ვთვათ, გამოხატული სიმპტომებით არის და რჩება საბერძნეთში.

“ჩვენ გავხსენით ტურიზმი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და სიტუაციას მონიტორინგს ყოველდღე ვუწევთ. პირველივე მომენტიდან ვიცოდით, რომ გვექნებოდა ინფიცირების შემოტანილი შემთხვევები. ამ ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი ზომები და რამდენიმე სახმელეთო საზღვარი დავკეტეთ კიდეც,” განაცხადა ხარდალიასმა.

დღევანდელი მონაცემებით საბერძნეთში კორონავირუსით დაავადების 4.012 შემთხვევა და 195 გარდაცვალება ფიქსირდება.

onalem

ტესტ