fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ქვაბიდან 60.000 ევრო დაკარგა, ქურდი კი საკუთარი ქალიშვილი აღმოჩნდა

მამაკაცმა თანხა, არც მეტი, არც ნაკლები, ქვაბიდან დაკარგა. მან სწორედ ეს ჭურჭელი აირჩია 60.000 ევროს შესანახად, რომელიც ჯერ ჩანთაში ჩადო, შემდეგ ქვაბში. თავად ეს ქვაბი კი მუდმივად საწოლის ქვეშ ედო.

შემთხვევა კვიპროსზე მოხდა, როდესაც პენსიონერმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ მისი თანხა საიმედო ჭურჭელში აღარ იყო. მან მაშინვე პოლიციას შეატყობინა და ოფიცრებმა დნმ-ის ნიმუშები აიღეს. დამნაშავე ზუსტად ხუთი თვის შემდეგ იპოვეს და ის მამაკაცის შვილი აღმოჩნდა.

ქალი კატეგორიულად უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს თანხის დაკარგვასთან.

მამაკაცი კი დარწმუნებულია, რომ ის ამ დანაშაულს ჩაიდენდა, რადგან მუდმივად სთხოვდა ფულს და კარგად იცოდა, რა თანხასაც ინახავდა ქვაბში. გარდა ამისა, ქალს დედისგანაც ჰქონდა აღებული ძვირფასი სამკაულები.

onalem

ტესტ