fbpx
საზოგადოება

კორინთო: ბერძენი ქალი ქმარს გაჰყვა, სხვა ქალთან დაინახა და “მეტოქეს” დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

შემთხვევა, რომელიც კინაღამ ფატალურად დასრულდა, კორინთოში მოხდა, მატარებლის სადგურში არსებულ ავტოსადგომზე.

როგორც ირკვევა, ბერძენ ქალს ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე ღალატობდა, რის გამოც, გადაწყვიტა, რომ უკან გაყოლოდა, როდესაც ღამით გარეთ გავიდა. დაახლოებით 22:00 საათისთვის ის სადგომზე მივიდა, სადაც აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე მანქანაში სხვა ქალთან ერთად იჯდა და თავზე კონტროლი დაკარგა.

არსებული ინფორმაციით, მას თან დანა ჰქონდა წაღებული, რომლითაც მანქანაში მჯდომ ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მის ყვირილზე გამვლელებმა პოლიცია გამოიძახეს და განრისხებულ ცოლს ხელბორკილები დაადეს, მას გაქცევა არც კი უცდია.

თავდამსხმელი ქალის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ