fbpx
პოლიტიკა

გუბერნატორი აპოსტოლოს ძიძიკოსტა იზმირში არ შეუშვეს – ის დენდიამ უკან სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნა

საბერძნეთმა თურქეთის მხრიდან კიდევ ერთი მწვავე პროვოკაცია მიიღო – ცენრალური მაკედონიის გუბერნატორი, აპოსტოლოს ძიძიკოსტა, რომელიც იქ ევროკომისიის რეგიონულ გუბერნატორთა სამიტზე დასასწრებად მიდიოდა, ევროპული სტატუსით, იზმირში არ შუშვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ნაბიჯს შეურაცხმყოფელს უწოდებს, ნიკოს დენდიამ კი, ძიძიკოსტა სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნა საბერძნეთში, როდესაც თავად გაერთიანებული საემიროებიდან ბრუნდებოდა.

ოფიციალური ათენი მომხდართან დაკავშირებით აცხადებს:

“ეს არა მხოლოდ კიდევ ერთი ეპიზოდია თურქეთსა და საბერძნეთს შორის, არამედ რაღაც უფრო მეტი. გუბერნატორის, აპოსტოლოს ძიძიკოსტას საათობით დაკავება და იზმირში არ შეშვება ათენისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს , რადგან მისი თურქეთში შესვლა იყო ევროკავშირის მანტიის ქვეშ. ის არ იყო ერთი ბერძენი პოლიტიკოსი, რომელიც თურქეთში მიდიოდა, არამედ ოფიციალური პირი, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა.

ანკარა უკვე აღარაფერს სცემს პატივს და ნელ-ნელა შორდება იმ კონტინენტს, რომელზეც მისი ნაწილია მოთავსებული. ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ მთლიანად აღმოსავლეთისკენ მიმართოს როგორც ინსტიტუციები, არამედ ინდივიდუალური ადამიანების მიმართ ელემენტარული პატივისცემა.”

onalem

ტესტ