fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მამაკაცმა ტავერნაში მიირთვა, 75 ევრო გადახაიდა, მოგვიანებით დაბრუნდა და ეს თანხა უკან მოითხოვა

არტაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ტავერნაში მამაკაცი სამ ადამიანთან ერთად მივიდა, კერძები შეუკვეთეს და მიირთვეს. საბოლოოდ, ანგარიში მიუტანეს და მან 75 ევრო გადაიხადა.

სავარაუდოდ, სახლში დაბრუნების შემდეგ გადახდილი თანხა “ებევრა”, ტავერნაში დაბრუნდა და ლითონის იარაღის მუქარით მეპატრონეს ზუსტად 75 ევრო უკან გამოსძალა. ანუ ზუსტად ის რაოდენობა ითხოვა, რაც გადაიხადა, არც მეტი და არც ნაკლები.

ადგილზე, რა თქმა უნდა, პოლიცია გამოიძახეს და ოფიცრებმა რამდენიმე წუთის შემდეგ მამაკაცი დააკავეს, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

მამაკაცს არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო მოითხოვა გადახდილი თანხა უკან.

onalem

ტესტ